fbpx
საბერძნეთი

“წელს სანტორინზე დასვენება ყველას შეუძლია, ეს არის ოქროს შანსი” – სანტორინის ვიცე-მერი, სოფია კიცუ

სანტორინის ვიცე-მერმა ბერძნულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ წელს არავინ უნდა გაუშვას ის ოქროს შანსი, რასაც პანდემიის ფონზე, ზღაპრული კუნძულის, სანტორინის მონახულება ჰქვია.

როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გამო ტურისტული დანიშნულების ადგილებში ფასები საგრძნობლად არის დაცემული, ამიტომ სანტორინიც წელს ისეთ ადგილად იქცა, რომელიც ყველანაირი შესაძლებლობების მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს.

“წლევანდელი წელი არის ოქროს შანსი, ყველა ესტუმროს სანტორინს. ეს კუნძული ბერძნული ტურიზმის სავიზიტო ბარათია და მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა.

როდესაც სანტორინზე ყველაფერი კარგად მიდის, აქ დასაქმებული ადამიანები მთელი საბერძნეთიდან მოდიან,” აღნიშნა კიცუმ.

ვიცე-მერის თქმით, 2020 წლის ზაფხულში შთამბეჭდავი კუნძული უფრო ბერძენ ვიზიტორებს ელის და ზოგადად მათ, ვინც საბერძნეთში ცხოვრობს. ცხადია, სანტორინი ბევრ უცხოელს იზიდავს, თუმცა, ფასების შედარებით ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე კიცუ ხაზს უსვამს, რომ წელს ბევრ ადამიანს შეუძლია ოცნების ახდენა და სანტორინის თეთრი ქუჩებიდან ეგეოსის ზღვის ხედით ტკბობა.

onalem

ტესტ