fbpx
კრიმინალი

იმიგრანტი მამაკაცი “ასილოს” გადაცემას ითხოვდა და საბოლოოდ ვენები გადაიჭრა – იყო მძევლების აყვანის მცდელობაც

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოში მოხდა.

დაახლოებით 13:00 საათზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ბასრი საგნებით, სავარაუდოდ დანებით ან სამართებლით შეიარაღებული, ერთ-ერთი კომპანიის ოფისში შეიჭრა და იქ მომუშავე თანამშრომლების მძევლად აყვანას ცდილობდა.

როგორც ირკვევა, ის სირიელი მამაკაცია და თავშესაფრის საბუთს, იგივე “ასილოს” გადაცემას ითხოვდა, საბოლოოდ კი, საკუთარ თავს ხელების არეში სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

კრეტულ მედიაზე დაყრდნობით, სირიელი მაშინვე ვენიზელიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი გადარჩენა მოხერხდა.

 

onalem

ტესტ