fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ათენი: რასისტმა ბერძენმა მამაკაცმა 10 წლის ფილიპინელი ბავშვი სასტიკად სცემა

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ბერძენმა მამაკაცმა საკუთარი შვილი თანაკლასელი, 10 წლის ფილიპინელი ბიჭი სკოლაში, ყველას თვალწინ სცემა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მამაკაცის ქალიშვილი და მსხვერპლი აბელოკიპზე მდებარე სკოლაში ერთად თამაშობდნენ და მათ შორის გარკვეული სიტყვიერი შეკამათება მოხდა. სავარაუდოდ, გოგონა სახლში მივიდა და ყველაფერი მამას მოუყვა, რის შემდეგაც მან სკოლაში მისვლა და 10 წლის ბავშვის ცემა გადაწყვიტა.

თვითმხილველები, რომლებიც ითხოვენ, რომ ანონიმურად დარჩნენ, ამბობენ, რომ მამაკაცი ცნობილია თავისი რადიკალური შეხედულებებით და რასიზმით.

10 წლის ბიჭი საავადმყოფოში დედამ გადაიყვანა, სადაც ორი დღე დარჩა.

ქალმა მოგვიანებით მამაკაცს პოლიციაში უჩივლა, ის კი ორი დღის მანძილზე, სხვადასხვა ადგილებში იმალებოდა, რომ ოფიცრებისთვის თავი აერიდებინა.

onalem

ტესტ