fbpx
კატეგორიის გარეშე

თეონა კიკნაძე: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ცხვირის რინოპლასტიკაზე, ბოტოქსსა & ფილერზე

თეონა კიკნაძე პირველი ქართველი მანდილოსანია, რომელმაც ათენის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და დღეს ნიკეას საჯარო საავადმყოფოში მუშაობს, როგორც ზოგადი ქირურგი. გარდა ამისა, აქვს მაღალი კვალიფიკაცია ესთეტიკური მედიცინის სფეროში და ამ მხრივ ქართველ პაციენტებს სრულ მომსახურებას სთავაზობს.

იხილეთ ინტერვიუ:

1) თეონა, თვეზე მეტია, რაც ჩვენი საინფორმაციო საიტის მეშვეობით გამოჩნდი საბერძნეთის ქართულ დიასპორაში. უმეტესად რომელი სერვისებით ინტერესდებიან ის ადამიანები, რომლებიც შენთან მოდიან?

მინდა აღვნიშნო, რომ ვერ გამოვყოფ მხოლოდ ერთ რომელიმე სერვისს, რომლითაც ჩემი პაციენტები ყველაზე მეტად ინტერესდებიან. ყველა მომსახურებაზე თითქმის თანაბრად არის მოთხოვნა. თუმცა, ვიტყოდი, რომ პოპულარულ პროცედურებს შორის არის ბოტოქსი, რინოპლასტიკა (ფილერით), ცხვირ-ტუჩის ფორმის შეცვლა, ბიორევიტალიზაცია.

2) ცხვირის რინოპლასტიკამ, ოპერაციის გარეშე, ცოტა არ იყოს და “აჟიოტაჟი” გამოიწვია კომენტარებში. ყველაზე მეტად გასაკვირი ის აღმოჩნდა, რომ 10 წუთში კეთდება. შეგიძლია დეტალურად აგვიხსნა, თუ როგორ ხდება ეს პროცესი?

ცხვირის რინოპლასტიკა, ოპერაციის გარეშე, სრულდება ფილერის საშუალებით. ეს ნიშნავს, რომ ნაკლოვანების ადგილი ივსება მკვრივ-მდგრადი მასალით და ხდება ზედაპირის გაერთგვაროვნება. პროცესი ნამდვილად 10 წუთიანია და ხდება, უბრალოდ, ცხვირის ფორმის ცვლილება. აუცილებელი არ არის, რომ პაციენტს ჰქონდეს კეხი, ხშირ შემთხვევაში ხდება ცხვირის წვერის აწევაც.

3) თეონა, შენ ლიცენზირებული ქირურგი ხარ. საბერძნეთის სახელმწიფოს შენთვის მონიჭებული აქვს მუშაობის უფლება, არა მხოლოდ როგორც ქირურგისთვის, არამედ ესთეტიკურ სფეროშიც გაქვს აღნიშნული უფლება. რას ნიშნავს ეს შენი პაციენტებისთვის?

ჩემი პაციენტებისთვის ეს ნიშნავს მაქსიმალურ დაცულობას და ნდობას, რომელიც ჩემ მიმართ აქვთ. ხშირ შემთხვევაში ისინი მოდიან უკვე სხვა კოსმეტოლოგებისგან გამოწვეული პრობლემებით, რომლებსაც მე ვუგვარებ. თუკი საქმეს არაპროფესიონალი აკეთებს, ამას აუცილებლად მოჰყვება რაიმე გართულება. ამიტომ ჩემთან შეიძლება ითქვას, რომ დაცულები არიან აღნიშნული ზედმეტი გართულებებისგან. ჩემი კვალიფიკაცია არ არის სამოყვარულო დონის. წლების მანძილზე გავდიოდი სხვადასხვა პრაქტიკებსა და ტრენინგებს, რათა საფუძვლიანად დავუფლებოდი ესთეტიურ მედიცინასაც, გარდა ქირურგიისა. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შემიძლია არა მხოლოდ იმ მომსახურების შეთავაზება, რასაც ბოტოქსი, რინოპლასტიკა და ა.შ. ჰქვია, არამედ ისიც, რომ გართულებული მდგომარეობის მქონე პაციენტებს მოვუძებნო შესაბამისი გამოსავალი, თუკი ამის საჭიროება გახდა.

4) ბოტოქს რაც შეეხება, რამდენ წუთიანი პროცესია ეს, რამდენი ხნის მანძილზე შეუნარჩუნდება პაციენტს შედეგები სახეზე/სხეულზე და თუ აქვს რამე უარყოფითი გვერდითი მოვლენები?

ბოტოქსი, რომელიც დღეს ერთ-ერთი პოპულარული პროცედურაა, სულ 10 წუთის მანძილზე გრძელდება. კეთდება ძირითადად შუბლისა და თვალის არეში… როგორც წესი შედეგი ნარჩუნება 4-დან 6 თვემდე, მაგრამ შესაძლოა 8 თვეც გასტანოს. აუცილებელია, რომ პაციენტმა პროცედურებს შორის სწორი ინტერვალი დაიცვას. მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული წინა პროცედურიდან, რომ შემდეგი გაკეთდეს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი გამოცდილებით, სახე ბოტოქსის პროცედურის გაკეთებიდან 1 წლის შემდეგ იბრუნებს პირვანდელ შესახედაობას.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროცედურა უნდა გააკეთოს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, თვალის არეში არასწორად გაკეთებულმა ბოტოქსმა შესაძლოა ნერვის დაზიანება და შემდგომში მხედველობის დაკარგვაც კი გამოიწვიოს. მაგრამ თუკი ამას მაღალი კომპეტენციის ექიმი აკეთებს, გვერდითი მოვლენების შანსი მინიმალურია, რადგან ბოტოქსი არის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა მასალა, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ნეგატიურ შედეგს.

5) ბევრი ადამიანი ინტერესდება ფასებით. ეს იმიტომ, რომ შეადარონ ბერძენ ექიმებთან არსებულ ფასებს და იცოდნენ, თუ გასწვდება მათი ბიუჯეთი შენს მომსახურებას. რა შეგიძლია გვითხრა ამასთან დაკავშირებით?

ფასები ჩემთან ნამდვილად იმაზე დაბალია, რასაც ესთეტიური მედიცინის ბერძნულ ცენტრებსა და კლინიკებში შეხვდებით, დაახლოებით 30%-40%-ით ნაკლები. მიუხედავად ამისა, ორიენტირებული ვარ საუკეთესო შედეგზე და ამ დრომდე არ მყავს უკმაყოფილო პაციენტი. ვმუშაობ მხოლოდ ევროპის ექიმთა ასოციაციის მიერ ნებადართული პრეპარატებითა და მასალებით, რაც უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. მაგალითად რომ ვთქვათ, ბოტოქსს ვაკეთებ Allergan-ის ფირმის მასალით. გარდა ამისა, ვიცავ პაციენტის ყველა უფლებას, მათ შორის იმას, რომ ნებისმიერი პროდუქტი უნდა გაიხსნას მის თვალწინ, რათა დარწმუნდეს, რომ ის ახალია და გამოიყენება მხოლოდ მისი პროცედურისთვის. ხშირ შემთხვევებში კი, ამას ექიმები არ აკეთებენ.

 

ქალბატონი თეონას ნახვა შესაძლებელია მის ოფისში.

მისამართი: კუკაკი, დიმიტრაკოპულოს ქუჩა N66. (სიგრუ-ფიქსის მეტროსადგურთან)
სამუშაო საათებია: ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, საღამოს 16:00 საათიდან 21:00 საათამდე.

შეხვედრა შეგიძლიათ დანიშნოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 699 2751408

onalem

ტესტ