fbpx
პოლიტიკატერორიზმი

თურქეთმა 50 წლის ბერძენი ქალი, რომელსაც ბრალად ტერორიზმთან კავშირი ედება, საბერძნეთში გამოაგზავნა

საბერძნეთის მოქალაქის, 50 წლის ქალის თურქეთიდან გამოძევება დღეს დილით განხორციელდა. აღნიშნული პროცესები კი თურქეთის ახალი პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც უცხოელი ჯიჰადისტების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას გულისხმობს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის 50 წლის მოქალაქეს ბრალად ტერორიზმთან, ჯიჰადისტებთან კავშირი ედებოდა და ის ქვეყნიდან დღეს დილით გააძევეს. მას აქვს არა მხოლოდ ბერძნული, არამედ ავსტრალიური პასპორტიც, რომელიც ვადაგასულია. ის მაშინ დააკავეს, როდესაც თურქეთის საზღვარი სირიიდან უკანონოდ გადმოკვეთა.

ამავე ინფორმაციით, ქალმა საბერძნეთში დაბრუნება მოითხოვა, რადგან, როგორც ამბობს, აქ ნათესავები ჰყავს.

საბერძნეთის მთავრობა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ