fbpx
პოლიტიკა

“თურქეთი და საბერძნეთი სახმედრო დაპირისპირებისთვის ემზადებიან – ნატო უნდა ჩაერიოს” – გერმანული პრესა

გერმანული გაზეთი, Tagesspiegel, სტატიას თურქულ-ბერძნულ დაპირისპირებას უძღვნის და აღნიშნავს, რომ ამ საქმეში ნატომ შუამავლის როლი უნდა შეასრულოს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ორივე ქვეყანა მაქსიმალისტურ, არარეალისტურ მოთხოვნებს აყენებს და ფაქტობრივად, სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება.

“თურქეთს აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა და ამ ყველაფერს კიდევ უფრო აძლიერებს რეგიონში ანტითურქული ალიანსის ჩამოყალიბება. საფრთხე კი, მოიცავს შემდეგს, რომ საკმარისია მცირე გაუგებრობა ან შეცდომა პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ნაპერწკალი გაღვივდეს. დასავლეთს დიდი ინტერესი აქვს, რომ ეს ასე არ მოხდეს. ივლისის ბოლოს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, შეძლო სიტუაციის განეიტრალება, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ საბერძნეთი და თურქეთი მოლაპარაკების გზას დაადგნენ.

ევროკავშირს შეეძლო წამოეწყო დიალოგი, მაგრამ თურქეთის მხრიდან არსებობს დიდი უნდობლობა, რადგან საბერძნეთსა და კვიპროსს მხარი დაუჭირა საფრანგეთმა და ანტითურქულ “ბანაკს” შეუერთდა. აქედან გამომდინარე, სიტუაცია, სავარაუდოდ, ნატოს შუამავლობით უნდა განეიტრალდეს. ალიანსს არ აქვს დასაკარგი დრო.

არც თურქულ და არც ბერძნულ მხარეს რეალურად არ უნდა ომი, რადგან ეს მოიტანს უზარამზარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზარალს.”

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თურქული სამეცნიერო და საბრძოლო გემების მოძრაობას საბერძნეთის ექსკლუზიურ ზონაში.

onalem

ტესტ