fbpx
პოლიტიკა

“ყველა იქ დაბრუნდება, საიდანაც არის, საზღვრები კონტროლდება” – კირიაკოს მიცოტაკის მიმართვა

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, გუშინ, საზღვაო-სანაპირო დაცვის სისტემის დაფუძნების 100 წლისთავის ფარგლებში, მკაცრი მესიჯები გააგზავნა ემიგრანტებთან დაკავშირებით.

კერძოდ, მისი მიმართვა ეხებოდა თურქეთს, ევროპას და ყველა იმ იმიგრანტს, რომელიც საბერძნეთში შემოღწევას ცდილობს.

“კანონი და ჰუმანიზმი ჩვენთვის პრიორიტეტია, ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასთან ერთად. მაგრამ ამით არავინ ითამაშებს. ჩვენი საზღვაო საზღვრები ამჟამად შესაბამისად კონტროლდება. მივმართავ არალეგალებს, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან, მათ ბერძნული კანონი არ დაიცავს და სწრაფად დაბრუნდებიან, თურქეთის გავლით იქ, საიდანაც არიან… საკუთარ ქვეყნებში,” განაცხადა პრემიერმა.

მიცოტაკიმ ისიც აღნიშნა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ასრულებს საკუთარ საქმეს სათანადოდ, რის მოთმენასაც მთავრობა აღარ აპირებს.

onalem

ტესტ