fbpx
პოლიტიკა

სტეფანოს კასელაკისა და ტაილერ მაკბეთის ქორწინების ბეჭდები Cartier-ისგან, რომლებიც ათასობით ევრო ღირს

სტეფანოს კასელაკისა და ტაილერ მაკბეთის ქორწილმა ბერძნული საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. როგორც ჩანს, წყვილი ამ ფაქტით ძალიან არის შეწუხებული და ხალხს გულწრფელ ბოდიშს უხდის – ის, რომ სულ მათზე საუბრობენ, მათი არჩევანი სულაც არ არის.

სხვა საკითხებს შორის ასევე საინტერესო აღმოჩნდა, თუ რომელი ბრენდის ბეჭდებს ატარებს წყვილი და რა არის მათი ღირებულება. როგორც გაირკვა, ტაილერსა და სტეფანოს Cartier-ის ბეჭდები ჰქონდათ შერჩეული ქორწინებისთვის. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია, რომლის სამკაულებსაც ყველა ნამდვილად ვერ შესწვდება – ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ბეჭდებში 4,400 ევრო გადაიხადეს.

“არ მიყვარს ზედმეტი საჯაროობა და პირადი ცხოვრების ყველა დეტალის გამოფენა. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდით, თუკი სულ ჩვენზე საუბარი ესმის, რადგან ეს ნამდვილად არ არის ჩვენი არჩევანი. ვხვდებით, რომ ჩვენი ამბავი ბერძნული რეალობისთვის უცხოა, მეტიც, მიუღებელია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, თუმცა, იცოდეთ, რომ ჩვენი გული ისტორიის სწორ მხარესაა და გვინდა, რომ გავაკეთოთ ბევრი რამ ჩვენი და ჩემი ქვეყნისთვის.

მე მხარს ვუჭერ ცვლილებების განხორციელებას საბერძნეთში, რადგან სექსუალური ორიენტაცია დისკრიმინაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არ აინტერესებთ, რომელი ბრენდის ბეჭედი მიკეთია, თუმცა, ნახეთ, თუ გაინტერესებთ, ის Cartier-ისგან არის,” ამბობს კასელაკი.

onalem

ტესტ