fbpx
ჯანმრთელობა

უფასო მამოგრაფია, ექოსკოპია, ექიმისგან გამოკვლევა საბერძნეთში ახლა უკვე 45 წელს ზემოთ ქალებისთვის

კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში ფოფი გენიმატას პროგრამაში მონაწილეობა ქალებს უკვე 45 წლიდან შეეძლებათ, ნაცვლად 50-ისა, როგორც ეს ახლა არის ძალაში. პრემიერმა ამის შესახებ მაშინ დააანონსა, როდესაც პრემიერის სასახლეში ქალბატონებს შეხვდა, მკერდის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში.

პრემიერმა ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზეც და გაიხსენა, თუ როგორ დაავადდა მისი დედა, მარიკა მიცოტაკი სიმსივნით და აღნიშნა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს პრევენციას.

ამრიგად, ფოფი გენიმატას პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ 45-დან 74 წლამდე ქალბატონებს – ეს ყველაფერი მოიცავს უფასო მამოგრაფიას, ექოსკოპიას, ექიმისგან გამოკვლევას, რათა ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია თავიანთ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“ამ დრომდე პროგრამაში მონაწილეობა 300.000-მდე ქალმა მიიღო და გამოვლინდა სიმსივნის 15.000 შემთხვევა, უმეტესობა ადრეულ სტადიაზე, რამაც მისცათ ეფექტური მკურნალობის საშუალება,” განაცხადა მიცოტაკიმ.

ქალბატონები, რომლებიც უკვე გატარებულნი არიან Αυλη-ს სისტემაში, ავტომატურად მიიღებენ შეტყობინებას ტელეფონში, თუ როდის და სად უნდა მივიდნენ გამოკვლევების გასაკეთებლად, სრულიად უფასოდ, სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენთან ახლოს მდებარე დიაგნოსტიკურ ცენტრს.

onalem

ტესტ