fbpx
ფინანსები

რამდენიმე დღეში საბერძნეთში ახალგაზრდებისთვის 150 ევროიანი ვაუჩერების მისაღებად სისტემა გაიხსნება

სულ რამდენიმე დღეში საბერძნეთში გაიხსნება სისტემა განაცხადების გასაკეთებლად, რათა ახალგაზრდებმა 150 ევროიანი ვაუჩერები მიიღონ. საუბარია Youth Pass-ის სააპლიკაციო პლატფორმაზე, რომელიც არის ციფრული სადებეტო ბარათის სახის და ბენეფიციარებს მათი გამოყენება შეეძლებათ კულტურის, ტურიზმის, ტრანსპორტის ხარჯების დასაფარად.

150 ევროიანი ვაუჩერის მიღების უფლება აქვთ 18 წლის ახალგაზრდებს და განაცხადის გაკეთების უფლება აქვთ მხოლოდ მაშინ, სანამ 18 წლის არიან. ვინაიდან თანხა ირიცხება ორჯერ, ანუ ჯამში 300 ევრო, თუმცა, იყოფა ორად, თუკი გახდებიან 19 წლის, ეს პრობლემას არ შეუქმნით და ჩვეულებრივად აიღებენ მას, თუმცა, განაცხადის გაკეთების უფლება აღარ აქვთ მას შემდეგ, რაც 19 წელი შეუსრულდებათ.

ამრიგად, 18 წლის ახალგაზრდები ამ წელიწადში აიღებენ 150 ევროს, ხოლო 2024 წელს მომდევნო ჯერზე კიდევ 150 ევროს, ხელახალი განაცხადის გაკეთების გარეშე.

აქვე აღსანიშნავია, რომ იმოქმედებს გამონაკლისები და ახალგაზრდებს შეეძლებათ 19 წლის ასაკშიც გააკეთონ განაცხადი, თუკი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო ეს ვერ შეძლეს, როცა 18 წლის იყვნენ, თუმცა, არ მიიღებენ მთლიან თანხას, არამედ მხოლოდ 150 ევროს.

პლატფორმა, vouchers.gov.gr,  განაცხადების გასაკეთებლად იხსნება 9 ნოემბერს და ღია იქნება 5 დეკემბრამდე, თანხებს რაც შეეხება, ცაირიცხება 10 დეკემბრამდე.

 

onalem

ტესტ