fbpx
საბერძნეთიფინანსები

დაიკლებს თუ არა ხელფასები საბერძნეთში კორონავირუსის გამო?! ხრისტოს სტაიკურასის განცხადებები

ტელეკომპანია ΣΚΑΪ-სთან საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, ხრისტოს სტაიკურასმა ისაუბრა. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსმა ჯანმრთელობის კრიზისის გარდა, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისიც გამოიწვია და მილიონობით ადამიანის სამსახური კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

საბერძნეთში არსებულ მდგომარეობაზე და იმაზე, შემცირდება თუ არა ხელფასები და პენსიები კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სტაიკურასმა შემდეგი განცხადებები გააკეთა:

“ზომები, რომლებიც მთავრობამ მიიღო, მოიაზრებს გაკოტრებისა და გაღატაკების თავიდან არიდებასაც. ვაღიარებთ, რომ 2020 წელი რთული წელია, მაგრამ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ პენსიები ან დასაქმებულთა ხელფასები შემცირდეს. ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ, როგორც ცალკეულ მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს.

კრიზისი, რომელიც პანდემიამ განოიწვია, არ ეხება მხოლოდ საბერძნეთს, არამედ მთელ მსოფლიოს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის 2021 წელი საუკეთესო იქნება. ყველა შემთხვევაში ეს კრიზისი არის დროებითი.”

როგორც უკვე ცნობილია, ტურისტული სეზონის გახსნას საბერძნეთი 1-ლი ივლისიდან გეგმავს, რაც ქვეყნის ეკონომიკას გარკვეულწილად დაეხმარება.

როგორც კირიაკოს მიცოტაკიმ განაცხადა: “წელს ტურისტული სეზონი იქნება პატარა ტორტი, მაგრამ ამ პატარა ტორტიდან ჩვენ დიდი ნაჭერი გვინდა.”

onalem

ტესტ