fbpx
კრიმინალი

სისხლიანი დაპირისპირება ათენში: ორი ახალგაზრდა ბიჭი გატეხილი ბოთლებით დაჭრეს

სასტიკი დაპირისპირება შაბათს საღამოს ვარკიზას სანაპიროსთან დაიწყო, როდესაც ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის შელაპარაკება მოხდა, შემდეგ კი ამ ყველაფერმა ფიზიკურ ჩხუბში გადაინაცვლა. სამწუხაროდ, ორი ბიჭი გატეხილი ბოთლებით დაჭრეს.

მოგვიანებით, ინციდენტს გაგრძელება მოჰყვა არგირუპოლის მეტროსთან, სადაც დაშავებულების მეგობრები, შურისძიების მიზნით, მოწინააღმდეგეებს დაესხნენ თავს, რომლებიც იმ დროს ავტობუსში იმყოფებოდნენ. ავტობუსს დიდი ზომის ქვები დაუშინეს.

როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, ახალგაზრდებმა ცალკე მათზე განახორციელეს თავდასხმა.

საერთო ჯამში დაკავებულია 15 პირი, მათი ასაკი 16-დან 20 წლამდეა. სასტიკი დაპირისპირების მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია.

onalem

ტესტ