fbpx
საზოგადოება

ჩვენ გირჩევთ! ატიკის 5 სანაპირო, სადაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც კუნძულზე

შეიძლება ბევრი ოცნებობთ, რომ წახვიდეთ დასასვენებლად კუნძულებზე კარანტინის შემდეგ, რომელმაც თავდაპირველად შვება მოგვანიჭა გადატვირთული გრაფიკის გამო, თუმცა, შემდეგ დაგვღალა კიდეც, მაგრამ იცოდით, რომ ატიკის რეგიონში არსებობს სანაპიროები, რომლებიც თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორც კუნძულზე, კრისტალურად სუფთა წყლითა და მშვიდი გარემოთი. წარმოგიდგენთ 5 სანაპიროს, რომელთაც განსატვირთად შეგიძლიათ ეწვიოთ.

ფსათა – ეს ატიკის საუკეთესო სანაპიროთა სიაშია და ათენიდან მხოლოდ 65 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სუფთა წყალი და საოცარი ხედი ნამდვილად ღირს იმად, რომ 65 კილომეტრი გაიაროთ, ვიდრე იქამდე მიხვალთ.

პორტო გერმენო – ათენიდან 1 საათის და რამდენიმე წუთის დაშორებით მდებარეობს… ფოტოზე ასახული სანაპირო ყველაფერს ამბობს…

ხამოლია –  ეს არის ადგილი, რომლის აღწერისას სიტყვები არ გეყოფათ. აქაური სანაპირო კუნძულებისგან არაფრით განსხვავდება.

ანავისოს – აქ, გარდა, ულამაზესი სანაპიროსი, მდებარეობს აგიოს ნიკოლაოსის სახელობის ეკლესია და საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც ძალიან მობეზრდა ერთი და იგივე ადგილებში სიარული.

ლეგრენა – ატიკის ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო, სადაც შესაძლებელია მანქანით მისვლა, შემდეგ კი კიბის საშუალებით სანაპიროზე ჩადიხართ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქ შაბათ-კვირას უამრავი ადამიანი გროვდება. ლაჟვარდოვანი წყალი და კუნძულზე ყოფნის შეგრძნება ლეგრენას დიდი უპირატესობაა.

onalem

ტესტ