fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

უპრეცენდენტო შემთხვევა: მამაკაცმა შვილს ეროტიული ვიდეო გაუგზავნა და ეუბნებოდა, რომ დედამისი მონაწილეობდა

ინციდენტი, რომლის შესახებაც ბერძნული მედია იუწყება, ნამდვილად უპრეცენდენტოა. 50 წლის მამაკაცმა ყოფილ მეუღლეზე შურისძიება, ალბათ, ყველაზე უხამსი და ამორალური გზით გადაწყვიტა და სცადა, რომ მათი საერთო შვილები დედის წინააღმდეგ განეწყო.

საქმის მასალების მიხედვით, მამაკაცი თავის ქალიშვილს უგზავნიდა ეროტიული შინაარსის ვიდეოს და ეუბნებოდა, რომ მასში სწორედ დედამისი მონაწილეობდა. ეს ყველაფერი კი, სრული სიცრუე იყო. ბრალდებული დაახლოებით 1 წელი ეწეოდა აღნიშნულ “საქმიანობას”. ის ცდილობდა მათი სამი შვილი დაერწმუნებინა, რომ დედა საკუთარი სხეულით ვაჭრობდა.

თავდაპირველად ქალი პოლიციას არ მიმართავდა, რადგან ფიქრობდა, რომ გარკვეულ მომენტში შეწყვეტდა, თუმცა, საბოლოოდ, საჭირო გახდა, მის წინააღმდეგ სარჩელი შეეტანა. ბერძენ მამაკაცს აღნიშნული დანაშაულისთვის 18 თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ ის ცილისწამების, ფსიქიკური და ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის გაასამართლა, რადგან გაირკვა, რომ წარსულში ორ უფროს შვილს სცემდა.

 

onalem

ტესტ