fbpx
კატეგორიის გარეშე

“ოქროს განთიადის” ლიდერს, ილიას კასიდიარის, ციხის 5 დღით დატოვების უფლება მისცეს

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებული “ოქროს განთიადის” ლიდერი, ილიას კასიდიარისი ციხიდან გამოდის – ხელმძღვანელობამ მას უფლება მისცა, რომ ციხიდან 5 დღიანი “შვებულება” აიღოს.

რადიკალების დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა როგორც იქნა ციხიდან გამოსვლის უფლება მიიღო, თუმცა, ცხადია, ვალდებულია დღეში ერთხელ გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში. მისი პირველი მოთხოვნა გასულ ივლისში უარყოფილ იქნა და ვინაიდან მას შემდეგ ორი თვე გავიდა, მან კიდევ შეიტანა მეორე მოთხოვნა, ციხის დროებით დატოვების თაობაზე.

კასიდიარი აღნიშნული მოთხოვნის შეტანის მიზეზად პირადულ საკითხებს ასახელებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოაგვაროს მოკლე დროში.

რადიკალების ლიდერი, კოლეგებთან ერთად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2020 წლის 23 ოქტომბერს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ ისტორიული განაჩენი გამოიტანა და პოლიტიკური პარტია კრიმინალურ ორგანიზაციად სცნო, მისი ლიდერები კი, ორგანიზაციის წევრებად და დამფუძნებლებად.

onalem

ტესტ