fbpx
კატეგორიის გარეშე

კუზანოვის კლინიკის წარმომადგენელი ათენში, ემიგრანტებს მიმართავს

“გამარჯობათ ჩემო მეგობრებო და თანამემამულენი,

საბერძნეთში მყოფნო ქართველო ემიგრანტებო. თხოვნა მაქვს, რომ გაიზიაროთ ეს პოსტი,ვინაიდან მინდა, რომ ეს სიტყვები მიწვდეს მათ,ვისთვისაც ვწერ…
მე ვარ კუზანოვის კლინიკის მენეჯერი ათენში.კოსმეტოლოგი ნანა გაბუნია. საკმაოდ დიდი შრომა ჩავდე იმისთვის, რომ ჩვენი ქართველების თხოვნით კუზანოვის კლინიკა ჩამოსულიყო საბერძნეთში.
იმ კომენტარების მეპატრონეების საყურადღებოდ მინდა დავწერო,ვინც ასე მდაბიოდ იქცევა და საკუთარი თავის შეურაცყოფით არის დაკავებული: თქვენ თუ არ გჭირდებათ პლასტიკური ჩარევა და ბრძანდებით კარგ ფორმაში ან არ თვლით საჭიროდ ჩაიტაროთ რაიმე ცვლილება საკუთარ სხეულზე,ეს რეკლამები თქვენთვის არ არის და კარგი იქნება თქვენივე იმიჯისთვის თავი შეიკავოთ ასეთი ამაზრზენი კომენტარების წერისაგან.
ცნობისთვის გეტყვით,რომ ასეთი საშინელი კომენტარების პატრონებიც კი გვსუმრობენ ხოლმე და იღებენ კონსულტაციებს.
პლასტიკური ქირურგია არაა მარტო მკერდის გადიდება,სახის “აჭიმვა” და ა.შ… ბევრმა პლასტიკურმა ოპერაციამ შეიძლება ადამიანის სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა გააუმჯობესოს…
მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და ბუნებრივი სილამაზე.
პატივისცემით კოსმეტოლოგი ნანა გაბუნია.
P.S. დღეს არავის არ უკვირს “ევროები და დოლარები”…. მითუმეტეს კუზანოვებს.”
წერს ქალბატონი ნანა გაბუნია.