fbpx
პოლიტიკა

“წითელი ხაზი” საბერძნეთსა და თურქეთს შორის – მიცოტაკის მკაცრი მიმართვა ერდოღანსა და თურქებს

კირიაკოს მიცოტაკიმ გაეროს ასამბლეის გენერალურ სხდომაზე დაპირებისამებრ ისაუბრა თურქულ პროვოკაციებზე და მკაცრი მესიჯი გაუგზავნა როგორც ერდოღანს, ასევე, ზოგადად, თურქ ერს.

“თუ ერდოღანს უნდა, რომ “წითელ ხაზებზე” ისაუბროს, მაშინ მე ვიტყვი, რომ თურქეთის პრეტენზია საბერძნეთის კუნძულების სუვერენიტეტზე სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია. სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ზუსტად ის, რაც “წითელ ხაზს” კვეთს ბერძნებისთვის. არასოდეს წავალ კომპრომისზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სტაბილურობას. საბერძნეთს ვერავინ დაჩაგრავს.

ბერძენ და თურქ ერს აქვთ მშვიდობიან თანაცხოვრების ხანძრგლივი ისტორია. 1922 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან 8 წლის შემდეგ, ამ ორ ერს ეყო გამბედაობა, ხელი მოეწერათ მშვიდობისა და თანამეგობრობის შეთანხმებაზე.

საბერძნეთი არ წამოადგენს საფრთხეს თქვენი ქვეყნისთვის. ჩვენ არ ვართ თქვენი მტრები, ჩვენ მეზობლები ვართ და ვაფასებთ მეგობრულ ურთიერთობებს თურქ და ბერძენ ადამიანებს შორის. აქვე დავძენ, რომ არცერთ ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობას არ სურს მტრობა და კონფლიქტი, მოდით, ვიმოქმედოთ თანამშრომლობისა და მეგობრობის სულისკვეთებით, ურთიერთპატივისცემით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,” განაცხადა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ