fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ერდოღანის ნერვების ომი და მიცოტაკის დიპლომატიური მანიპულაციები

თურქეთის პროვოკაციების ტალღას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკი გააზრებული, წინასწარ დაგეგმილი და მაღალი დიპლომატიური სვლებით პასუხობს. ათენი თურქეთის მისამართით აგზავნის მესიჯებს, რომლებითაც ცხადყოფს, რომ არ აპირებს ერდოღანის აბსურდის “ცეკვაში” ჩაერთოს.

შესაძლებელია ანკარამ აირჩიოს უკიდურესი დეპოლარიზაცია და შექმნას დესტაბილიზაცია, შუა ტურისტულ სეზონზე, მაგრამ ათენის პოზიციები მკაფიოა – საბერძნეთი არ აპირებს პროვოკაციებს აჰყვეს. ამასთანავე, მიცოტაკი არასოდეს ახსენებს ერდოღანს სახელითა და გვარით, როგორც ამას თავად თურქი პრეზიდენტი აკეთებს და პირდაპირ პირად ვერბალურ თავდასხმას ახორციელებს საბერძნეთის პრემიერზე.

“ვერავინ შეეგუება დესპოტურ რევიზიონიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის მისაღებ საზღვრებს, რომლებზედაც აშენებულია თანამედროვე ცივილიზებული სამყარო. ისტორია თავიდან არ დაიწერება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა თავის გონებაში თვითნებურად სახავს მას სხვაგვარად,” თქვა მიცოტაკიმ თესალონიკში გამართულ სამიტზე, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ესწრებოდნენ.

onalem

ტესტ