fbpx
საბერძნეთი

სამშაბათს, 28 მარტს, ათენი მეტროსა და ტრამვაის გარეშე 24 საათით!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში 28 მარტს, მომდევნო სამშაბათს, მეტროსა და ტრამვაის თანამშრომლები კვლავ გაფიცვას აცხადებენ.

კერძოდ, 28 მარტს 24 საათით არ იმუშავებს მეტროს არცერთი ხაზი, ანუ არც ΗΣΑΠ (ტრენო/ილეკტრიკო). არ იმუშავებს არც ტრამვაი.

თანამშრომელთა გაფიცვა არის სიმბოლური გაფრთხილება და მინიშნება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობს მეტროში, მაგალითად:

847 თანამშრომლის ნაკლებობა (ტექნიკოსები, მემანქანეები, დისპეჩერები და ა.შ.)

სათადარიგო ნაწილების დეფიციტი.

სადენების შემოწმება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, ავტობუსები და ტროლეიბუსები იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში.

onalem

ტესტ