fbpx
საბერძნეთი

დღეს, 24 სექტემბერს, ათენში დაკეტილია მეტროს სამი სადგური – ნახეთ დეტალურად

დღეს, 24 სექტემბერს, ათენში რამდენიმე მეტროსადგური კვლავ დაკეტილი იქნება. საუბარია შემდეგ სადგურებზე: “ნიკეა”, “კორიდალოს”, “აგია ვარვარა”.

გამომდინარე იქიდან, რომ უნდა ჩატარდეს საცდელი რეისები, აღნიშნული სადგურები დაკეტილი დარჩება, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს “აგია მარინა-აეროპორტის” ხაზი.

როგორც უკვე ცნობილია, მიმდინარე თვის ბოლომდე მზად იქნება ახალი სადგურები, სამშენებლო სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ახალი სამი სადგურის განთავსებით მეტრო პირეამდე გაფართოვდება, რაც დამატებითი შესაძლებლობების მომტანი იქნება ათენელებისთვის, გადაადგილების თვალსაზრისით.

ახალი სამი სადგური იქნება: “მანიატიკა”, “პირეა”, “დიმოტიკო თეატრო”. არსებული გათვლებით, მეტრო ყოველდღიურად დამატებით 132.000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს. პირეას პორტიდან აეროპორტამდე მისვლა მეტროს საშუალებით 55 წუთში იქნება შესაძლებელი.

onalem

ტესტ