fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დავჯარიმდებით თუ არა, როდესაც რეგისტრაციისთვის პირად ექიმს ვერ ვპოულობთ?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ოჯახის ექიმის ასარჩევად საჭიროა ელექტრონული რეგისტრაციის გავლა, რათა 1 ოქტომბრიდან შევძლოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დავნიშნოთ ვიზიტი უფასო კონსულტაციისა და ანალიზებისთვის.

რეგისტრაცია უკვე მილიონობით ადამიანმა გაიარა, როგორც დამოუკიდებლად, ელექტრონული სისტემით, ასევე აფთიაქებში ფარმაცევტების დახმარებით. გაჩნდა კითხვა, იქნება თუ არა ჯარიმები, თუ სისტემაში თავისუფალ ადგილს ვერ ვპოულობთ და შესაბამისად, ვერ ვირჩევთ ექიმსაც.

პირველადი ჯანდაცვის გენერალური მდივანი, მარიოს თემისტოკლეუ ცალსახად აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც პირად ექიმთან რესგიტრაციისთვის ადგილს ვერ იპოვიან, არ დაჯარიმდებიან, პროგრამაში მონაწილეობას იღებს 3,200 ექიმი, ხოლო პირველი ვიზიტის ხანგრძლივობა იქნება 30 წუთი, ვინაიდან საჭიროა შეივსოს პაციენტის ჯანმრთელობის ელექტრონული ისტორია.

თემისტოკლეუ დასძენს, რომ ყველას შეუძლია აირჩიოს ის ექიმი, რომელიც უკვე ჰყავდა და ასევე, შეცვალოს ექიმი, როდესაც მოესურვება.

onalem

ტესტ