fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ხალხით სავსე თვითმფრინავში ვირთხები აღმოაჩინეს – ხომალდის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში, რომელიც ჰოლანდიიდან საბერძნეთის მიმართულებით მოძრაობდა, ვირთხები აღმოაჩინეს. აღნიშნულმა ხომალდის უსაფრთხოება პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რადგან ფაქტია, რომ ვირთხებმა თვითმფრინავი გახვრიტეს, შიგნით შეძვრნენ და ამავე დროს, შეიძლებოდა, რომ რომელიმე კაბელი გადაეჭრათ და ფრენა ფატალურად დასრულებულიყო.

ისინი იმ დროს აღმოაჩინეს, როდესაც ბორტგამცილებლები მგზავრებს წასახემსებლად საკვებს ურიგებდნენ, მეტალის მოწყობილობიდან ორი უზარმაზარი ვირთხა გამოძვრა და აქეთ-იქით სირბილი დაიწყეს. ეკიპაჟის წევრებმა დაუყოვნებლივ მიიღეს ზომები, რომ ისინი თვითმფრინავის იმ ნაწილში არ ჩამძვრალიყვნენ, სადაც სადენები გადის.

როგორც ირკვევა, ხომალდის დაჯდომის შემდეგ ჩატარდა სპეციალური შემოწმება, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა და მხოლოდ მას შემდეგ გაფრინდა ის უკან, ჰოლანდიაში.

ნიკოს კაზანძანაკის სახელობის აეროპორტში აცხადებენ, რომ არ ახსოვთ წარსულში მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებულიყო, ასევე ადასტურებენ, რომ საბედნიეროდ, ვირთხებს რაიმე სერიოზული ზიანი არ გამოუწვევიათ.

onalem

ტესტ