fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ფლორინაში გუშინ ღამით მომხდარმა მიწისძვრამ რეგიონი შეძრა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მხოლოდ მატერიალური ზარალის შესახებ, თუმცა, ამ დროისთვის ბერძნული მედია იუწყება, რომ ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი ჰოსპოტალიზაცია ფსიქოლოგიური მიზეზების გამო მოხდა, საჭირო გახდა სპეციალისტებს გასაუბრებოდნენ.

მიწისძვრის ძალა 5,3 ბალი იყო და ბულგარეთშიც კი იგრძნობოდა. ზოგიერთმა მაცხოვრებელმა სახლში შესვლა აღარ ისურვა და ღამე გარეთ გაატარა, ზოგი კი, საცხოვრებელს დაუბრუნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობები ჩამონგრეული არ არის, მაგრამ ფიქსირდება ბზარები, რაც ნიშნავს, ზოგიერთ შენობაში შესვლა დაუშვებელია.

აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ბიძგები განუწყვეტლივ აწუხებს რეგიონს.

ნახეთ კადრები:

onalem

ტესტ