fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა საბერძნეთში: ნათლია მშობლებს ბავშვს არ უბრუნებს, რომლის დროებით მოვლაც თავად შესთავაზა

ალექსანდრუპოლიდან უჩვეულო შემთხვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. როგორც ირკვევა, ნათლია, რომელმაც მშობლებს შვილის დროებით მოვლა შესთავაზა და ბავშვი დაიტოვა, მის უკან დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ქალმა თავისი 13 თვის ნათლულის დედ-მამას შესთავაზა, რომ გოგონას დროებით დაიტოვებდა, რადგან თავად ბავშვის დედა მეოთხე შვილს ელოდებოდა და დღე დღეზე უნდა ემშობიარა. ცოლ-ქმარი აბსოლუტურად ენდობოდა ქალს, შესაბამისად, ამის უფლება მისცეს და გოგონა რამდენიმე დღით ნათლიასთან გადავიდა საცხოვრებლად. საბოლოოდ კი, როდესაც გოგონას დედამ მეოთხე ბავშვი გააჩინა, მას უთხრეს, რომ სხვა ქალაქში გადადიოდნენ საცხოვრებლად, რასაც მისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და კატეგორიული უარი განაცხადა, ბავშვის მშობლებისთვის დაბრუნებაზე.

“შეთანხმებული ვიყავით, რომ საღამოს 8 საათზე, როდესაც სამსახურს მოვრჩებოდი, მათთან გავივლიდი და ბავშვს წამოვიყვანდი. სახლში მივედი და ყველანი წასულები დამხვდნენ. წაიყვანეს ჩემი შვილი და წავიდნენ. მესიჯი მომწერეს, რომ რაღაც აუცილებელი საქმე გამოუჩნდათ და აუცილებლად უნდა გასულიყვნენ სახლიდან,” ამბობს მამაკაცი.

როგორც ჩანს, ბავშვის ნათლიამ ცოლ-ქმარს სასამართლოშიც უჩივლა და აცხადებს, რომ ისინი უვარგისი მშობლები არიან და ბავშვის კარგ პირობებში გაზრდა არ შეუძლიათ. მეტიც, ის ბავშვზე დროებით მეურვეობას ითხოვს. არსებული ცნობებით, მშობლებს მის წინააღმდეგ აქვთ შეტანილი საჩივარი, გატაცების ბრალდებით, თუმცა, ნათლიამ, თავის მხრივ, განაცხადი შეიტანა ბავშვის შვილად აყვანაზეც, რაც გასულ ოთხშაბათს განიხილეს სასამართლოში.

დედა აცხადებს, რომ ყველა ბავშვი ერთნაირად უყვარს და თავისი მეჯვარისთვის შვილი სამუდამოდ არ მიუცია, არც გაუშვილებია, მხოლოდ დროებით დაუტოვა. მიუხედავად ამისა, გოგონა ამ დრომდე ნათლიასა და მის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

onalem

ტესტ