fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკის აეროპორტში დააკავეს ბერძენი, რომელმაც გერმანიაში თაღლითობით 613.437,46 ევრო მიითვისა

თესალონიკში მაკედონიის აეროპორტში 51 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელზეც დაკავების ევროპული ორდერი იყო გაცემული. როგორც ირკვევა, საუბარია საბერძნეთის მოქალაქეზე, რომელსაც ბრალად მრავალჯერადი თაღლითობა ედება და ამ გზით, ასობით ათასი ევრო ჰქონდა მითვისებული.

კერძოდ, ბერძენის დაკავების ორდერი გაიცა გერმანიაში, სადაც მისი ადგილსამყოფელის დასადგენად გამოძიება დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, მამაკაცი მაკედონიის აეროპორტში დააკავეს, მონაცემების კონტროლის დროს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ევროპის მასშატბით იძებნებოდა.

გასაოცარია, მაგრამ ბერძენმა თავისი მსხვერპლებისგან, თაღლითობის გზით, მიითვისა 613.437,46 ევრო, ფაქტობრივად ნახევარ მილიონ ევროზე მეტი. მას შესაბამისი მუხლით გაასამართლებენ.

აღსანიშნავია, რომ თესალონიკის აეროპოტში რამდენიმე დღის წინ დააკავეს 47 წლის კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ყალბი დოკუმენტებით გადაადგილდებოდა და ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი.

onalem

ტესტ