fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბაბის ანაგნოსტოპულო მთელ თავის ქონებას ქალიშვილს, ლიდიას უფორმებს – რაზეა საუბარი?!

ხარალამბოს ანაგნოსტოპულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთელი ქონება, რაც კი გააჩნია, თავის ქალიშვილს, ლიდიას გადასცეს. როგორც ირკვევა, ის ზაფხულის შემდეგ ეკონტაქტება ნოტარიუსს, რომ ყველა საჭირო პროცედურა ჩატარდეს.

ტელეკომპანია ΑΝΤ-ზე გასული სიუჟეტის მიხედვით ირკვევა, რომ ანაგნოსტოპულო ლიდიას უტოვებს საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს, რომლებიც 50.000 ევროს აჭარბებს, 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთს პალინში, რომლის ღირებულებაც 60.000 ევრომდეა.

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული ქალიშვილის სახელზე აფორმებს ასევე ორ უძრავ ქონებას, რომელიც კუნძულ ალონისოსა და აგია პარასკევზე მდებარეობს. ცხადია, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას საკმაო დრო დასჭირდება, თუმცა, როგორც ჩანს, ანაგნოსტოპულო ყველაფრის შვილისთვის დატოვებას აპირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოს ბოლო რიცხვებში ორი ოჯახის შეხვედრა იგეგმებოდა, რათა ლიდია ბაბის მშობლებთან წასულიყო, რისი უფლებაც კანონით აქვთ მინიჭებული, თუმცა, ბავშვს 24 საათის მანძილზე ვერ პოულობდნენ. არსებობს ინფორმაცია, რომ ქ-ნ სუზანას არ უნდოდა, რომ ლიდია მათთვის გაეტანებინა, თუმცა, საბოლოოდ ადვოკატების ჩარევით და გასაუბრებების ფონზე, მასთან კომუნიკაცია მოხერხდა და ლიდია მამის ოჯახში დარჩა 4 დღის მანძილზე.

onalem

ტესტ