fbpx
საზოგადოება

თესალონიკიდან ათენში მიმავალ მატარებელს სამუხრუჭე სისტემაში ცეცხლი გაუჩნდა

დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათისთვის თესალონიკიდან ათენში მიმავალ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. იმ დროს, როცა ის ლიანოკლადისთან ახლოს იმყოფებოდა, მძღოლმა კვამლი შენიშნა.

ის სადგურს დაუკავშირდა და სპეციალური სამსახური ადგილზე სწრაფად მივიდა.

როგორც აღმოჩნდა ცეცხლი სამუხრუჭე სისტემაში გაჩნდა, თუმცა, მათ ლოკალიზება მალევე შეძლეს და ხანძარი არ გავრცელებულა.

ინციდენტს მგზავრებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

ამის შემდეგ მატარებლის შეკეთების სამუშაოები დაიწყო, რათა დანიშნულების პუნქტამდე ჩამოვიდეს.

onalem

ტესტ