fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

იაფი საცხოვრებელი 40 წლამდე პირებისთვის საბერძნეთში – მთავრობა სახლის ღირებულების 75%-ს დაფარავს

როგორც უკვე ცნობილია, მთავრობის მიერ გამოცხადდა სპეციალური პროგრამა, რომელიც გათვლილია 40 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც პირველი სახლის შეძენა სურთ და ამისთვის სესხს იღებენ. მათ შეუძლიათ აიღონ უპროცენტო სესხი სახლის შესაძენად, ღირებულების 75% კი დაიფარება სახელმწიფოსგან. საბინაო ეროვნული გეგმა ითვალისწინებს იჯარის სუბსიდიას შემოსავლისა და სოციალური კრიტერიუმების მიხედვით.

გეგმა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და მთავრობა და ბანკები კოორდინაციას სულ მალე დაასრულებენ. კონსულტაციები მიმდინარეობს ბოლო ორი კვირის მანძილზე, ხოლო მომდევნო ერთ კვირაში დეტალურად ამის შესახებ თავად კირიაკოს მიცოტაკი ისაუბრებს. აღნიშნული გეგმის განხორციელებაში აქტიურ როლს ასრულებს დასაქმების საჯარო სამსახურიც.

არსებული ინფორმაციით, სუბსიდირების პროგრამა მოიცავს 700 მილიონ ევროს და განკუთვნილია დაახლოებით 12.000-დან 15.000-მდე ადამიანზე, სესხის ოდენობა კი, თითოეულ მომხმარებელზე, იქნება ეს ოჯახი თუ ერთი ფიზიკური პირი, 100.000 ევროდან 120.000 ევრომდე იმერყევებს.

onalem

ტესტ