fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“შვილი წამართვა! ჩემი ბიჭი უკან აღარ დაბრუნდება” – ტრაგედია ოროპოში, სადაც 17 წლის ბიჭი შეკვეთის მიტანისას დაიღუპა

ოროპოში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. დაღუპულია 17 წლის ბიჭი, რომელიც შეკვეთის მიმტანად მუშაობდა. როგორც ირკვევა, ბიჭის მოტოციკლს მოპირდაპირე მხრიდან მოძრავი მანქანა შეეჯახა, მძიმედ დააზიანა და მიატოვა. ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვასილი არასოდეს დადიოდა სწრაფად, მუდმივად ატარებდა შლემს, მაგრამ არ ჰქონდა მართვის მოწმობა.

მისი მშობლები უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან და ამბობენ, რომ სიტყვები ზედმეტია. რაც უნდა თქვან, მათი ვაჟი უკან არ დაბრუნდება, მაგრამ დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დასაჯოს, რადგან ასეთი ადამიანები არ შეიძლება გარეთ დადიოდნენ და ავტომობილს მართავდნენ.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც ბიჭს დაეჯახა და სასიკვდილოდ დააზიანა, მეორე დღეს თავისით მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა, რომ სწორედ ის მართავდა ავტომობილს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამას გარდა, ყალბი ჩვენების მიცემას ედავებიან ბრალდებულის ძმასაც, რომელიც თავიდან დანაშაულის თავის თავზე აღებას ცდილობდა და აცხადებდა, რომ თავად იჯდა საჭესთან, როდესაც 17 წლის ვასილის დაეჯახნენ.

 

onalem

ტესტ