fbpx
საზოგადოება

ფრანგი ქალბატონი სანტორინზე საკუთარ თავზე დაქორწინდა, რადგან საქმრომ ქორწილამდე მიატოვა

სანტორინზე საინტერესო ცერემონია შედგა – ალბათ, იკითხავთ, რა არის ასეთი საინტერესო ერთ საქორწინო ცერემონიაში, თუმცა, პასუხი შემდეგია – ის სიძის გარეშე გაიმართა და ფრანგმა ქალბატონმა საკუთარ თავზე იქორწინა.

როგორც ირკვევა, 38 წლის ლაეტიტიასა და მის მომავალ მეუღლეს ქორწილი სწორედ ამ კუნძულზე ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ სამი თვით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ, უფრო სწორად, მამაკაცი დაშორდა მას. მიუხედავად ამისა, ქალმა გადაწყვიტა, რომ ეს დღე მაინც უნდა შემდგარიყო, მაგრამ სხვანაირი სახით. საბოლოოდ კი, როგორც ვხედავთ, გამოუვიდა კიდეც.

“ჯერ კიდევ ძალიან გულნატკენი ვარ, მაგრამ ცხოვრება საჩუქარია და უნდა გავიხარო. სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ ეს დღე მაინც შემდგარიყო, არ შეიძლება მისი წაშლა, არამედ შეგიძლია, რომ სხვა რამედ აქციო. არცერთ კაცს არ უნდოდა ჩემზე დაქორწინება, მაგრამ მე ვიცი, რომ არაჩვეულებრივი ვარ და თავად დავქორწინდი საკუთარ თავზე, ამის არ მრცხვენია,” ამბობს ის.

არსებული ცნობებით, ფრანგი ქალბატონის ქორწინი სიძის გარეშე, 8 ადამიანის გარემოცვაში შედგა, რომელიც 20.000 ევრო დაჯდა, მისი კაბის ღირებულება კი 3.000 ევრომდეა.

 

 

onalem

ტესტ