fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 28 აგვისტოს შემდეგ გაუჩინარებული კონტრაქტორი უკაცრიელ გზაზე თოკით დამხრჩვალი და ნახევრად შიშველი იპოვეს

კუნძულ როდოსიდან შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. როგორც ირკვევა, 28 აგვისტოს შემდეგ გაუჩინარებული 46 წლის მამაკაცი მოკლული იპოვეს, მისი მკვლელობა კი, ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელმა აღიარა.

46 წლის მამაკაცი კონტრაქტორად მუშაობდა და სასტუმროს 53 წლის მფლობელთან ფინანსური უთანხმოება ჰქონდა. კონტრაქტორი როდოსის უკაცრიელ გზაზე ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, თოკით დამხრჩვალი იპოვეს. გამოძიების შედეგად დააკავეს 53 წლის მამაკაცი (სასტუმროს მფლობელი), რომელმაც პოლიციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შედეგად საბოლოოდ დანაშაული აღიარა.

ირკვევა, რომ სასტუმროს მფლობელის მეუღლემ არ იცოდა, რომ მისი ქმარი დაკავებული იყო და პოლიციაში მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადა, შედეგად კი, ოფიცრებმა აცნობეს, რომ მამაკაცს ბრალად მკვლელობა ედებოდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ამ საქმეში სხვა პირებიც მონაწილეობენ და მხოლოდ და მხოლოდ სასტუმროს მფლობელი არ არის გარეული. დაკავებულია მისი ვაჟიც, რომელიც სავარაუდოდ მამას უწყობდა ხელს და ცხედრის გადაადგილებაში დაეხმარა.

46 წლის ძანი ტოპალი სამი შვილის მამა იყო, მისი სიკვდილის მიზეზად თოკით დახრჩობა სახელდება. 28 აგვისტოს დათქმული ჰქონდა შეხვედრა სასტუმროს მფლობელთან, ხელშეკრულებით დადებული დავალიანების დაფარვის მიზნით, თუმცა, ის მოკლეს და შემდეგ უკაცრიელ ადგილას დატოვეს.

 

onalem

ტესტ