fbpx
საბერძნეთი

“თუ ზამთარში პანდემია შემობრუნდა, ჩვენი ამბავი დასრულებულია, ფული არ არსებობს” – ადონის გეორგიადის

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადიმ ტელეკომპანია OPEN-თან ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საბერძნეთი კიდევ ერთ კარანტინს ვეღარ გაუძლებს და მოსახლეობამ ვაქცინაცია უნდა დააჩქაროს. მინისტრმა ეს იქიდან გამომდინარე განაცხადა, რომ ქვეყანაში ბიზნესის დაფინანსების საშუალება აღარ არსებობს და თუ ისევ დავიკეტებით, ისინი, ფაქტობრივად, გაკოტრდებიან.

“გუშინ დამიკავშირდა ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც აღშფოთებულმა მითხრა, რომ უკმაყოფილოა იმ ზომებით, რომლებიც გუშინ გამოვაცხადეთ. მე კი ვუპასუხე და ვკითხე, უნდა თუ არა, რომ ისევ დაიკეტოს ბიზნესი იმ პირობებში, რომ ქვეყანაში ფული აღარ არსებობს, მათი დაფინანსებისთვის. ვკითხე, უნდა თუ არა, რომ გაკოტრდეს და ურჩევნია, თუ არა ეს წესები და ზომები, სრულ დახურვას.

მაგრამ მიპასუხა, რომ რა მისი ბრალია, რომ ვიღაც არ მიდის და არ იკეთებს ვაქცინას. რა თქმა უნდა, ეს არც ჩემი ბრალია, არც თქვენი და არც მისი. ვირუსი არის სინამდვილე, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. შეუძლებელია, რომ თითოეული ადამიანი ვარწმუნო, ვაქცინაციის სარგებლიანობაში. არ ვარ მეურვე. 

თუ ზამთარში პანდემია შემობრუნდა, ჩვენი ამბავი დასრულებულია, გავნადგურდებით. აუცილებლად გვჭირდება იმუნიტეტის კედელი,” აცხადებს გეორგიადი.

 

onalem

ტესტ