fbpx
საბერძნეთი

15 ივლისიდან კოვიდ-სერთიფიკატები და მათი სამი ფერი – რა უნდა ვიცოდეთ?!

15 ივლისიდან საბერძნეთში კოვიდ-სერთიფიკატის გამოყენება შედის ძალაში, რომელსაც, როგორც ტელეკომპანია ΣΚΑΙ იუწყება, სამი ფერი ექნება.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომლითაც სერთიფიკატების ნამდვილობას შეამოწმებენ, მარტივი იქნება სხვადასხვა ბიზნესის მფლობელთათვისაც, ვინაიდან 15 ივლისიდან დახურულ სივრცეებში შესვლისას საჭირო იქნება დოკუმენტის წარდგენა.

როგორც ირკვევა, სერთიფიკატს დასკანერების შედეგად ავტომატურად მიენიჭება ფერი, რომელიც განსაზღვრულია თითოეული კატეგორიისთვის.

მწვანე ფერის იქნება მათი სერთიფიკატი, ვინც არის სრულად ვაქცინირებული.

ყვითელი ფერის იქნება მათი სერთიფიკატი, ვისაც გაკეთებული ექნება ტესტი კორონავირუსზე (ან ანტისხეულებზე).

ხოლო თუ სკანირების შედეგად სერთიფიკატი გაწითლდა, ეს ნიშნავს, რომ ის ბათილად არის ცნობილი.

აღნიშნულ დოკუმენტებს ექნებათ QR კოდიც.

 

 

onalem

ტესტ