fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ბერძენ-უკრაინელის სიტყვები, რომელთა გამოც ΣΥΡΙΖΑ-ს დეპუტატმა, ნიკოს ფილიმ პარლამენტი დატოვა

დღეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად საბერძნეთის პარლამენტში ორი ბერძენ-უკრაინელი წარმოშობის მეომარი ჩაერთო, რომელთაგან ერთ-ერთის სიტყვებს ΣΥΡΙΖΑ-ს დეპუტატის, ნიკოს ფილის მხრიდან სხდომის დატოვება მოჰყვა.

“ჩემი ბაბუა სამჯერ დაჭრეს ნაცისტებმა. მე კი, აზოვის ბატალიონთან ერთად ვიბრძვი!” – ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, ფილიმ თქვა: “ეს რა არის!” და დარბაზი დატოვა.

როგორც ჯარისკაცმა განაცხადა, ის ბერძნული წარმოშობის არის და მარიუპოლში დაიბადა, თავის ქალაქს კი, აზოვის ბატალიონთან ერთად იცავს.

“მოგმართავთ, როგორც ბერძნული წარმოშობის ადამიანი. მიხაილი მქვია და ჩემი ბაბუა ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში სამჯერ დაიჭრა. მარიუპოლში დავიბადე და ვმონაწილეობ ჩემი ქალაქის დაცვაში რუსი ნაცისტებისგან. მე არ ვისაუბრებ იმ სირთულეებზე, რომლებსაც ვაწყდებით უკრაინის დაცვაში, ეს ჩემი ვალია ქალაქის წინაშე და ასევე, როგორც მამაკაცის ვალი, მაგრამ მინდა, რომ ვისაუბრო კატასტროფულ პირობებზე, რომელშიც მშვიდობიანი მარიუპოლი იმყოფება. 

1 მარტიდან რუსმა ნაცისტებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს და წყლის, საკვებისა და დენის გარეშე დავრჩით. თანამემამულეებო, ჩვენ გვაქვს ქალაქი, რომელშიც ათასობით ადამიანი ცხოვრობს და ათასობით ადამიანი იღუპება, ამიტომ, გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ,” თქვა მიხაილმა.

onalem

ტესტ