fbpx
პოლიტიკა

“თავისუფლება ან სიკვდილი! ეს არის ჩვენი ლოზუნგი” – ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან გააგზავნა მთავარი მესიჯი, რომლის მთავარი სლოგანია “თავისუფლება ან სიკვდილი” და სთხოვა ბერძნებს, რომ შექმნან ახალი “მეგობრული საზოგადოება”, ამჯერად საბერძნეთში, ოდესის ნაცვლად (1821 წლის რევოლუციასთან დაკავშირებით), რომელიც მარიუპოლს გადარჩენაში დაეხმარება.

უკრაინის ლიდერის ჩართვას ესწრებოდნენ პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი, ΣΥΡΙΖΑ-ს პრეზიდენტი, ალექსის ციპრა, საბერძნეთის პრეზიდენტი, ეკატერინი საკელაროპულუ. თავად პარლამენტის თავმჯდომარემ, კონსტანტინოს ტასულამ განაცხადა, რომ ეს სხდომა ისტორიული ხასიათის იყო. ზელენსკის სიტყვით გამოსვლას არ დაესწრო ΣΥΡΙΖΑ-ს რამდენიმე დეპუტატი, ასევე კომუნისტური პარტიის (ΚΚΕ) და “Ελληνικη Λυση”-ს წევრები. ადგილზე იმყოფებოდა “ახალი დემოკრატიისა” და “ΚΙΝΑΛ”-ის სრული შემადგენლობა.

“უკვე თვეზე მეტია, ვიღვიძებ და ვფიქრობ მარიუპოლზე, ვიღებ ინფორმაციას, თუ რა ხდება ამ მოწამეობრივ ქალაქში. მსგავსი რამ ნახევარი საუკუნეა სხვა ქალაქში არ მომხდარა. რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ყველაფერს მარიუპოლში, მაგრამ მარიუპოლის გარდა, საფრთხე ემუქრება კიდევ ერთ ბერძნულ ცენტრს, ოდესას. რატომ არის ახლა ოდესაში სიმშვიდე?! იმიტომ, რომ შევძელით და გავყარეთ ბარბაროსები შედარებით უსაფრთხო მანძილზე. ამ ჯარებმა მოიტანეს სიკვდილი იქ, სადაც ბერძნული, ებრაული ხალხები უკრაინელებთან ერთად, მშვიდობიანად თანაარსებობდნენ.

“მეგობრული საზოგადოება” აქ შეიქმნა და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საბერძნეთში კიდევ შეიძლება შეიქმნას ასეთი საზოგადოება და გადაარჩინოს უკრაინა. მარიუპოლსა და ოდესას სჭირდება დაუყოვნებლივი დახმარება, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო,” თქვა ზელენსკიმ და შემდეგ სიტყვა გადასცა ორ ბერძენს, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

“ქალაქის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ბერძენია. ქალაქის 90% განადგურებულია რუსი ნაცისტების მიერ. ათასობით ადამიანი იღუპება. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ასობით ადამიანი იხოცება განადგურებული შენობების ქვეშ, არ გვაქვს მათი გადარჩენის შესაძლებლობა. შეგიძლიათ ჰუმანიტარული დახმარება გაგვიწიოთ. 

ქრისტიანობის განვითარება საკმაოდ ბევრ ქვეყანაში საბერძნეთთან ერთად მოხდა. უკრაინა ბერძნებმა გააქრისტიანეს. თავისუფლება ან სიკვდილი – ასე ამბობდნენ თქვენი რევოლუციონერები და ჩვენ ახლაც იგივეს ვამბობთ,” ამბობს რუსების წინააღმდეგ მებრძოლი ბერძენი.

onalem

ტესტ