fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო ჩართვა: 1,1 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი მოსახლეობას

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ ჩაერთო და მოსახლეობას დახმარების პაკეტი გააცნო, რომელსაც მთავრობა კრიზისის გამო აცხადებს. დახმარების პაკეტი 1,1 მილიარდ ევროს მოიცავს და გათვლილია მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილზე, რომელსაც წლიური შემოსავალი 30.000 ევროზე ნაკლები აქვს.

საუბარია 3,2 მილიონ მოსახლეზე, რომელიც სოციალურად დაუცველად ითვლება, შემოსავლის ამ კრიტერიუმის მიხედვით.

მიცოტაკიმ, რომელიც კოვიდით ინფიცირების გამო, სახლიდან ჩაერთო, განაცხადა, რომ როგორც თქვა, ყოველი მოქალაქის გვერდით იდგება და ეს სრული სიმართლეა.

პრემიერის განმარტებით, 1) იქნება სუბსიდირების საკმაოდ მსხვილი პროგრამა, ელექტრო ენერგიის გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით. ანუ მთავრობა, ელექტრო ენერგიის გადასახადის საკმაო ნაწილს დაფარავს და მოსახლეობას გადასახადი შეძლებისდაგვარად დაუსტაბილურდება.

2) ასევე იგეგმება საწვავის საფასურის ნაწილობრივი “შთანთქმა” და მთავრობა უზრუნველყოფს, რომ სამი თვის მანძილზე 180 ლიტრ საწვავზე, რომელსაც მომხმარებელი ჩაასხამს, გადაიხადოს ძველი საფასური ანუ სახელმწიფო გაძვირების შედეგად არსებულ სხვაობას დაფარავს.

მიცოტაკი აცხადებს, რომ დახმარება გაეწევათ ფერმერებს, მცირე და საშუალო საწარმოების ხელმძღვანელებსაც, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხოთ ელ. ენერგიის გაძვირების პრობლემა.

დახმარების აღნიშნული პროგრამა ძალაში იქნება აპრილის, მაისისა და ივნისის თვეში.

onalem

ტესტ