fbpx
საზოგადოება

კიდევ ერთი შოკისმომგვრელი დასკვნა: “3 წლის მალენა ღვიძლის უკმარისობით არ გარდაცვლილა”

პატრაში სამი დის გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ არ არის დახურული. 9 წლის ჯორჯინას შემდეგ, რომელზეც ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ არ გარდაცვლილა ბუნებრივი პათოლოგიით, კიდევ ერთი შოკისმომგვრელი დასკვნა ვრცელდება მისი დის, 3 წლის მალენას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით.

დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ მალენა ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა, თუმცა, როგორც სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, გრიგორის ლეონი აცხადებს, ეს ბავშვის სიკვდილის რეალური მიზეზი არ არის. მან მედიასთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალადობრივი ქმედების შედეგად გარდაცვალება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ამის ფიზიკური ნიშნები. ანუ ის, ფაქტობრივად, უშვებს, რომ შესაძლოა არც მალენა გარდაცვლილა ე.წ. პათოლოგიური მიზეზით და თუ ეს ძალადობის შედეგად მოხდა, არ არის აუცილებელი, რომ ამ ყველაფერს ფიზიკური კვალი დაეტოვებინა.

ტელეკომპანია Mega იმასაც იუწყება, რომ რულა პისპირიგუმ, ბავშვის დედამ, საავადმყოფოში მოითხოვა, მიეცათ მალენას პირსახოცის მსგავსი ნაჭერი, რომელსაც დედები ჩვეულებრივ ლაქტაციისას იყენებენ. ეს კონკრეტული ნაჭერი ბავშვის სისხლით იყო დასვრილი და ამბობდა, რომ უნდოდა შეენახა, რადგან  შვილთან დაკავშირებული ნივთი მას ფსიქოლოგიურად დაეხმარებოდა.

ამ ყველაფრის პარალელურად კი, პისპირიგუმ ექიმებს ბავშვის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში უთხრა, რომ 4-5 კვირის ფეხმძიმე იყო.

გამოძიება მიმდინარეობს და მომდევნო პერიოდში ელოდებიან, რომ დადგინდეს, თუ რა მიზეზით და რა პირობებში დაიღუპა 3 წლის მალენა.

onalem

ტესტ