fbpx
პოლიტიკა

“ციპრასმა საბერძნეთი იმიგრანტების ბუდედ აქცია” – ახალი დემოკრატია კრიტიკას პასუხობს

მას შემდეგ, რაც ალექსის ციპრასის ΣΥΡΙΖΑ-მ ახლანდელი მთავრობის მიერ არჩეული მიგრაციის პოლიციკა მკაცრად გააკრიტიკა, “ახალი დემოკრატია” ოპოზიციას მკაფიო განცხადებებით პასუხობს.

როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ალექსის ციპრამ საბერძნეთი იმიგრანტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად აქცია, გარდა ამისა, ხელი შეუწყო ნარკოტიკებით ვაჭრობის გავრცელებასაც.

– ხალხი წლობით არის ჩაკეტილი ერთსა და იმავე ბანაკებში, რომელთაც უბრალოდ ლამაზი სახელები ჰქვიათ და იმიგრანტებს “მასპინძლობენ.” აქ ხდება უამრავი დანაშაული და თვითმკვლელობებიც კი, რაც საშინელი პირობებით არის გამოწვეული.

 – არ არსებობდა მართვის სისტემა, ქვეყანაში არალეგალურად დარჩენა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და არ ხდებოდა იმიგრანტთა ნაკადის შემოდინების არანაირი კონტროლ-მინიტორინგი.

 – ზუსტადაც, ძველ მთავრობას არ ჰქონდა არანაირი მიგრაციის პოლიტიკა, რაც ნიშნავდა მაქსიმალურ ლმობიერებას ლტოლვილთა და იმიგრანტთა ნაკადების ზრდის ტენდენციის მიმართ.

 – მიგრაცია და ლტოლვილთა კრიზისი არის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეროვნული, სოციალური და ჰუმანიტარული მოვლენა. ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე ის სქელი სიტყვები, რომლებსაც ΣΥΡΙΖΑ წლების მანძილზე ამბობდა.

შეგახსენებთ, რომ ათენის ცენტრში რამდენიმე დღის წინ 4 შენობიდან იძულებით გამოასახლეს სირიელი იმიგრანტები, რომლებიც ბინებში უკანონოდ ცხოვრობდნენ. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა ციპრასის პარტიის გაღიზიანება და განცხადებები, რომ “ახალი დემოკრატია” იმიგრანტების მიმართ შეუწყნარებელია.

 

onalem

ტესტ