fbpx
პოლიტიკა

“ჩვენ უკვე მზად ვართ, მივიღოთ 15.000 უკრაინელი ლტოლვილი” – სტელიოს პეცას

სტელიოს პეცამ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. მისი განმარტებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას ბრალდებები, საბერძნეთის წინააღმდეგ, უბრალოდ მიუღებელია.

“იმის ნაცვლად, რომ რუსეთმა საკუთარ ისტორიას გადახედოს, ის ცდილობს, რომ შეცვალოს ისტორია, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა, გაეროს შექმნისა და ორი მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის ხელმძღვანელობა აშკარად იმას აკეთებს, რაც მიუღებელია საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ამასთანავე, ეს ყველაფერი არაადამიანურია.”

რაც შეეხება მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბერძნების გაყვანას უსაფრთხო ადგილას, პეცამ განაცხადა, რომ ვითარება ძალიან რთულია, უკრაინაში ბერძნების რიცხვი დიდია და ცდილობენ, რომ დიპლომატიური არხების დახმარებით მათი უსაფრთხოებს უზრუნველყონ.

“საბერძნეთის მთავრობას აქვს გეგმა, რომ მიიღოს 15.000 უკრაინელი ლტოლვილი. ცხადია, რომ პოლიტიკური კლიმატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეიცვალა და ძალიან მარტივი იქნება სიტუაციაზე კონტროლი დაიკარგოს,” დასძინა პეცამ.

onalem

ტესტ