fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ვისაც საბერძნეთში ასილო აქვს, შეუწყდება ყველანაირი შეღავათი” – საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესფრის მინისტრი

საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრმა, ნოტის მიტარაკისმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით “ასილოსთან” დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ, ვისაც ასილო აქვს, მარტის თვიდან ყველა შეღავათი შეუწყდება და მათზე ფინანსური დახმარება აღარ გაიცემა.

“ჩვენი მიზანია მივცეთ თავშესაფარი მათ, ვისაც ეს ეკუთვნით, 2-3 თვით, თუმცა, შევუწყვიტოთ ყველანაირი დახმარება და შეღავათი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ნეგატიურ როლს თამაშობდა აქამდე და ყველას სურდა ჩამოსულიყო საბერძნეთში, რათა ესარგებლა ამ შეღავათებით. 

საბერძნეთი წყვეტს ყველანაირ შეღავათს. ის, ვინც აიღებს ასილოს, საკუთარ თავზე პასუხისმგებელი იქნება თავად. აქ შედის გარკვეული საინტეგრაციო და სხვა მხარდაჭერის პროგრამები. მარტის თვეში ეს დასრულდება,” განაცხადა მიტარაკისმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რა პროვოკაციებზეც უნდა წავიდეს თურქეთი, საბერძნეთი მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას საკუთარი საზღვრები, რადგან ბერძნებისთვის სამშობლო ყველაფერზე მაღლა დგას და ეს მათ უკვე დაამტკიცეს.

 

onalem

ტესტ