fbpx
ჯანმრთელობა

კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა – დაინფიცირებულთა რიცხვი საბერძნეთში 66-მდე გაიზარდა

საბერძნეთში კორონავირუსმა გავრცელება დაიწყო… დაინფიცირებულთა რიცხვი ამჟამინდელი მონაცემებით, 66-ს აღწევს. როგორც ცნობილი გახდა, დაფიქსირდა 21 ახალი შემთხვევა ერთბაშად.

21 ადამიანს ვირუსის დიაგნოზი დღეს საღამოს დაესვა. 13 მათგანი ახაიასა და ილიაში ცხოვრობს, 7 ატიკის რეგიონში, ხოლო 1 ევიაში.

დაინფიცირებულებიდან 51 ვირუსით მას შემდეგ დაავადდა, რაც ისრაელსა და ეგვიპტეში რელიგიურ მოგზაურობაში იმყოფებოდა.

ზოგი მათგანი ატიკის, პატრასისა და თესალონიკის საავადმყოფოებშია მოთავსებული, ხოლო 43 ინფიცირებული სახლში, კარანტინის პირობებში იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ჰიგიენის წესების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს.

onalem

ტესტ