fbpx
ჯანმრთელობა

კორონავირუსით გარდაცვლილი 3 ადამიანი ბოლო 24 საათში – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობა 16-ს უდრის. აქედან 10 ლარისას ბოშების დასახლებიდან არის.

საბერძნეთში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 2. 760 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 155-ს უდრის.

რეანიმაციაში მყოფთა რიცხვი ამ დროისთვის მხოლოდ 28-ს უდრის. მათი საშუალო ასაკი 71 წელია. აქედან 10 ქალბატონია, 18 კი მამაკაცი. 96,4%-ს აღენიშნება თანმდევი დაავადებები.

აღსანიშნავია, რომ რეანიმაციული განყოფილება დატოვა და გამოჯანმრთელდა 88 პაციენტი, რაც უდიდესი მიღწევაა.

გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 75-ს უდრის, 93,5%-ს აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები.

საერთო ჯამში საბერძნეთში კორონავირუსზე 112,042 ტესტი ჩატარდა.

onalem

ტესტ