fbpx
ჯანმრთელობა

ვინ უნდა ატაროს ნიღაბი?! საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მითითებები

ნიღბებთან დაკავშირებული დიდი მოთხოვნის გამო, რომელსაც რეალური საფუძველი არ აქვს, საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებებს აკეთებს. როგორც ცნობილია, მინისტრმა ვასილის კიკილიასმა, მედიკოსთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტთან, ათანასიო ექსადაკტილოსთან ერთად მოსახლეობას მისცა მითითებები, თუ ვინ უნდა ატაროს ნიღაბი.

ინსტრუქციის თანახმად:

ნიღაბი უნდა გამოიყენოს ადამიანმა, რომელსაც აქვს გაციების სიმპტომები, ამავე დროს დროულად მიმართოს სამედიცინო ცენტრს დახმარებისთვის.

ნიღაბი უნდა ატარონ ექიმებმა და ექთნებმა, რომლებიც იღებენ გრიპით და სხვა ვირუსებით დაინფიცირებულ პაციენტებს საავადმყოფოში. 

ვინ არ უნდა ატაროს ნიღაბი:

ნიღაბი არ უნდა ატაროს ჯანმრთელმა ადამიანმა. ნიღბის ტარებას არ აქვს არანაირი აზრი, თუკი მოხვდებით დაინფიცირებული ადამიანის გვერდით საჯარო ტრანსპორტში, კინოში, თეატრში და ა.შ. ეს ვერ გვიცავს ვირუსისგან. არამედ მან თავად უნდა ატაროს ის.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საბერძნეთში პანიკის საფუძველი არ არსებობს. 38 წლის ქალი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა, თავს კარგად გრძნობს და მოწმდება მისი ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

მნიშვნელოვანია დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, ხელები დავიბანოთ ხშირად, მოვერიდოთ გაციებულ ადამიანებს, გავიკეთოთ ნიღაბი თუ თავად ვართ ავად და ხელები ცხვირ-პირის არესთან არ მივიტანოთ.

onalem

ტესტ