fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

თესალონიკი: რა ადგილებში იმყოფებოდა კორონა ვირუსით დაინფიცირებული 38 წლის ქალი მილანიდან დაბრუნების შემდეგ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამჟამად განსაკუთრებით საშიშ ადგილად, სადაც შეიძლება ადამიანი კორონა ვირუსით დაინფიცირდეს, თესალონიკის მერია ითვლება. როგორც უკვე ცნობილია, ვირუსი საბერძნეთში 38 წლის ბერძენმა ქალმა შემოიტანა, რომელიც ამ დროისთვის შესაბამის მკურნალობას გადის და მისი მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია.

ქალს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი და მათაც ჩაუტარდათ სპეციალური ტესტი. უნდა აღინიშნოს, რომ ის საკრებულოს წევრია და აქტიურად იღებს მონაწილეობას შეხვედრებში, იტალიიდან დაბრუნების შემდეგ კი, ის სწორედ მერიაში იმყოფებოდა და რამდენიმე საათიან შეხვედრას დაესწრო.

ამ მიზეზით, იმ ოთახში შეხვედრაზე მყოფებს ჯანდაცვის სამინისტროს მითითების თანახმად, შეეზღუდათ გადაადგილება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად კონტროლდება.

იხილეთ რეპორტაჟი:

onalem

ტესტ