fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამაკაცი ხმის მიცემის დროს გარდაიცვალა

დღეს საბერძნეთის მასშტაბით არჩევნები მიმდინარეობს… აღნიშნული პროცესი ტრაგიკულად დასრულდა მამაკაცისთვის, რომელიც მხის მისაცემად მივიდა და სწორედ ამ დროს გარდაიცვალა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოხუცი კორინთოს ერთ-ერთ სკოლაში მივიდა და ხმის მიცემის დროს თავი შეუძლოდ იგრძნო, რამდენიმე წამში გონება დაკარგა და ძირს დაეცა.

ადგილზე მობილიზდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორ ცნობილია, ეგზიტ პოლები მაშინ გამოქვეყნდება, როდესაც დღეს 19:00 საათისთვის საარჩევნო უბნები დაიხურება.

onalem

ტესტ