fbpx
ჯანმრთელობა

“ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც წერენ” – ქართველი ექიმი იტალიაში კორონა ვირუსით დაავადებულებს მკურნალობს

იტა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი და­ვით მა­თი­აშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ პა­ნი­კას ეხ­მა­უ­რე­ბა. მა­თი­აშ­ვი­ლი იტა­ლი­ა­ში, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ ბერ­გა­მოს კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მკურ­ნა­ლო­ბენ.

“რად­გან ამ პა­ნი­კის ეპი­ცენ­ტრში ვარ, ერთ სტა­ტუსს მი­ვუ­ძღვნი. ჩემს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, 20 COVID-19-იანი პა­ცი­ენ­ტია. ყვე­ლა იზო­ლი­რე­ბუ­ლი, 3 ინ­ტუ­ბი­რე­ბუ­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. 1 გარ­და­იც­ვა­ლა (გარ­დაც­ვლი­ლი მო­იყ­ვა­ნეს). ყვე­ლა მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლიც არის 80 წელს ზე­ვით, სხვა ასო­ცი­რე­ბუ­ლი კონ­დი­ცი­ე­ბით.

მოკ­ლედ, ადა­მი­ა­ნურ ენა­ზე, რომ ვთქვათ ეს ვირუ­სი არ არის ისე­თი სა­ში­ში, რო­გორც მე­დი­ა­ში და სოც ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა. არ და­ი­ხო­ცე­ბა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში და სამ­ყა­როს და­სას­რულს არ გა­მო­იწ­ვევს!

იტა­ლი­ას, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა აქვს და მაქ­სი­მა­ლურ ძა­ლის­ხმე­ვას დებს, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა შე­ა­ჩე­როს. ეს არის მი­ზე­ზი რა­ტო­მაც არ მუ­შა­ობს სკო­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ამი­ტომ არ ტარ­დე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბი და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი და­ხუ­რუ­ლია. ეს იმი­ტომ არ ხდე­ბა, რომ ყვე­ლა ავა­დაა და ვი­ხო­ცე­ბით. იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ამ ვირუ­სებ­მა არ მა­იღ­წი­ონ ისეთ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე, რომ­ლებ­საც იმუნ­ტე­ტი ისე­დაც კომ­პრო­მი­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ.

პა­ნი­კამ და სოც ვირუ­სუ­ლო­ბამ სხვა და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვია, სო­ციო-ეკო­ნო­მი­კუ­რი. ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის დღი­დან ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ა­წყდა მიმ­ღე­ბებს გა­ცი­ე­ბის ნიშ­ნე­ბით, რომ­ლის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას, რაღა თქმა უნდა, არ­სად არ და­კარ­გუ­ლი და მუ­დამ ჩვენ­თან მყო­ფი, good old, Influenza იგი­ვე გრი­პი ჭირ­და (წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 500,000 ადა­მი­ანს კლავს, btw). ამან გა­მო­იწ­ვია 12-13 სა­ა­თი­ა­ნი რი­გე­ბი და სრუ­ლი ქა­ო­სი, სა­დაც ჩვე­ნი COVID19 უფ­რო­ მარ­ტი­ვად გავ­რცელ­და.

ესე­თი პა­ნი­კა ქარ­თულ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და­ან­გრევს. აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­სტრუქ­ცია არის ერ­თა­დერ­თი.სულ და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი (ეს ისეც გა­მო­სა­დე­გია). თუ გაქვს სი­ცხე, ხვე­ლა და სხვა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი, იყა­ვი სახ­ლში იზო­ლა­ცი­ა­ში, გა­ი­კე­თე ნი­ღა­ბი, რომ სხვებს არ გა­დას­დო და უმ­კურ­ნა­ლე სიმპტო­მებს (რო­გორც ყვე­ლა მსუ­ბუ­ქი გრი­პის ინ­ფექ­ცი­ის დროს). თბი­ლის­ში რომ ვირუ­სი იყო, 2 თვის წინ, ბევ­რად მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ჰქონ­და” – წერს მა­თი­აშ­ვი­ლი.

onalem

ტესტ