fbpx
ჯანმრთელობა

მკერდის კიბო ბერძენ ქალებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა

ოქტომბერი მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და ათენში გაიმართა კიდეც მასშტაბური რბოლა, რომელშიც მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. როგორც ონკოლოგი, აპოსტოლოს მიტრუსიასი აცხადებს, მკერდის კიბო, სიმსივნურ დაავადებებს შორის, ბერძენ ქალებს ყველაზე ხშირად ემართებათ.

2018 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 7.700 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 28%-ით უსწრებს ყველა იმ სიმსივნეს, რომელიც ბერძენ ქალებს ემართებათ.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი სიმსივნის პრევენციისთვის, ყველაზე კრიტიკული ასაკი 40-დან 75 წლამდეა და თუკი დიაგნოზი ადრე დაისმება, მკერდის კიბო აბსოლუტურად განკურნებადი დაავადებაა, თქვენ ხშირად უნდა გადაიღოთ მამოგრამა.

თუკი ადრე ასეთ შემთხვევებში ქალებს მთლიანი მკერდის ამპუტაცია სჭირდებოდათ, ახლა სიმსივნის მკურნალობის რამდენიმე გზა არსებობს. როდესაც ქალის ცხოვრებაში ეს მომენტი დგება, კიბო აზიანებს არა მხოლოდ მის ჯანმრთელობას, არამედ ფსიქიკასაც, რადგან ის კარგავს თვითშეფასებას და განცდას, რომ ქალია,” ამბობს ექიმი.

საბერძნეთში 8-დან 1 ქალი, 85 წლამდე, დაავადებულია მკერდის კიბოთი და 20%-ს ეს ემართება 50 წლამდე.

“უნდა იცოდეთ, რომ ქალები ჩემთან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით მოდიან, როდესაც იგებენ, რომ აქვთ მკერდის კიბო. ფსიქოლოგიური ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს სიმსივნის მკურნალობის პროცესში, ამიტომ უნდა გამოიჩინოთ სიძლიერე.ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს სპეციალური პროგრამებიც კი, რომლითაც დავადებულებს ემოციურად ეხმარებიან,” აცხადებს აპოსტოლოს მიტრუსიასი.

 

 

onalem

ტესტ