fbpx
საზოგადოება

ხვალიდან! დიდი საშემოდგომო ფასდაკლებები საბერძნეთში!

ათენის მოვაჭრეთა ასოციაცია ავრცელებს ინფორმაციას, თუ როდის იწყება ქვეყანაში საშემოდგომო ფასდაკლებები და რა უნდა გავითვალისწინოთ საყიდლებზე წასვლისას.

როგორც ცნობილი გახდა, საშემოდგომო ფასდაკლებები 1 ნოემბერს დაიწყება და 10 ნოემბრამდე გასტანს. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლებების ფარგლებში 3 ნოემბერს, კვირა დღეს, მაღაზიები ღია იქნება და დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, ზოგიერთი კი 20:00 საათამდე მოემსახურება მომხმარებელს.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო დაწესებულებებს მოეთხოვებათ როგორც ახალი, ასევე ძველი ფასების მითითება, რათა ნათელი იყოს, თუ რამდენად არის დაკლებული მაჩვენებელი.

რაც შეეხება “შავ პარასკევს”, რომელსაც უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელის, საბერძნეთში 29 ნოემბერს იქნება, ანუ ნოემბრის თვის მეოთხე პარასკევს.

ასევე, “საიბერ ორშაბათი”, რაც გულისხმობს ელექტრონულ შეძენას ანუ ინტერნეტის საშუალებით შოპინგს, საბერძნეთში 2 დეკემბერს იქნება.

onalem

ტესტ