fbpx
საზოგადოება

კიდევ ერთი ინციდენტი ლუნა პარკში: ატრაქციონიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

“დავინახე, რომ ჩემი შვილი გარედან იყო ჩამოკიდებული. ოპერატორმა ატრაქციონი დროულად გააჩერა,” ამბობს 3 წლის გოგონას დედა, რომელიც ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ნავპაქტოსის ლუნა პარკში მოხდა, სადაც 3 წლის ბავშვი ვაგონიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა. როგორც მისი დედა ჰყვება, ბავშვს უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა, არამედ მხოლოდ თოკი.

მიუხედავად ამისა, გასართობი პარკის დირექტორი აცხადებს, რომ იქ ყველა შესაბამისი ზომა დაცულია და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ ვოლოსის ლუნა პარკში 14 წლის გოგონა დაიღუპა, რომელიც დიდი სიმაღლის ატრაქციონიდან გადმოვარდა.

onalem

ტესტ