fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია ათენის მდიდრულ გარეუბანში: გარდაცვლილია 13 თვის ბავშვი, რომელიც დედამ სახლში მარტო დატოვა

ვარკიზაში 30 წლის ბერძენი ქალის უპასუხისმგებლობას 13 თვის ჩვილის სიცოცხლე შეეწირა. სახლში ხანძარი გაჩნდა და ბავშვი, ფაქტობრივად, ცოცხლად დაიწვა. ტრაგედია ენით აღუწერელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარკიზაში, კერძოდ, ერიდოს ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-3 სართულზე ხანძარი დაახლოებით ღამის 01:22 საათზე გაჩნდა. დადასტურებული ცნობით, ამ დროს ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზდა სახანძრო ბრიგადა და მაშველებმა მცირეწლოვანი საკუთარ საწოლში იპოვეს, მას გადაადგილებაც კი არ შეეძლო, როდესაც ცეცხლი გაჩნდა. გოგონას უკიდურესად მძიმე დამწვრობები ჰქონდა მიღებული და მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში მალე გადაიყვანეს, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.

დედა სახლში მაშინ მივიდა, როცა ხანძარი მთელ სახლში იყო გავრცელებული, ის მაშველებს შვილის გადარჩენას ემუდარებოდა.

30 წლის ქალი არასრულწლოვანის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ბრალდებით დააპატიმრეს.

onalem

ტესტ